ფეხბურთი

18:07 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ხარები” პალეტას 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ

“მილანის” მცველის, გაბრიელ პალეტას აგენტის თქმით, მისი კლიენტი მიმდინარე სატრანსფერო სეზონის მსვლელობისას “როსონერის” დატოვებას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელის აგენტი “ტორინოსთან” მოლაპარაკებებს მართავს და “ხარები” 31 წლის პალეტას 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

2016-1017 წლების სეზონის სერია ა-ში პალეტამ “მილანის” შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ასევე 6 ყვითელი და 5 წითელი ბარათი მიიღო, რაც უდისციპლინობის რეკორდი გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114939