ფეხბურთი

13:59 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

სირიგუ სერია A-ში ბრუნდება

იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე სალვატორე სირიგუ 6 წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, 30 წლის მეკარე ამიერიდან „ტორინოს“ ღირსებას დაიცავს. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და სალვატორე ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს, 26 ივნისს გაივლის.

სირიგუ ტურინულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან შეთანხმების თანახმად პსჟ-სთან კონტრაქტს ვადაზე ადრე წყვეტს.

სლვატორე სირიგუმ სახელი სიცილიურ „პალერმოში“ თამაშით გაითქვა, რომლის რიგებში 2009-2011 წლებში გამოდიოდა. შემდეგ იყო პსჟ, სადაც 4 სეზონი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახლდათ, ხოლო გასული სეზონი იჯარით ჯერ „სევილიაში“, მერე „ოსასუნაში“ გაატარა.

სალვატორე სირიგუს იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2010 წლიდან მოყოლებული 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113141