ფეხბურთი

19:15 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვილიარეალმა” ფერნანდესი გამოისყიდა

“ვილიარეალმა” “პორტოს” აწ უკვე ყოფილი მეკარის ანდრეს ფერნანდესის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა. აღნიშნული ინფორმაცია “ყვითელი წყალქვეშა ნავების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ესპანურ კლუბს 30 წლის მეკარის ტრანსფერი 2 მილიონი ევრო დაუჯდა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ფერნანდესი “ვილიარეალის” ღირსებას გასულ სეზონში იჯარის წესით იცავდა და 20 მატჩში 24 გოლი გაუშვა.

0.147556