კალათბურთი

20:18 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიტვის კემპში ქართველი კალათბურთელებიც მონაწილეობენ

ლიტვიის ქალაქი კაუნასი, ჭაბუკ კალათბურთელთა შორის საერთაშორისო კემპს მასპინძლობს, რომელშიც ორი ქართველი კალათბურთელი მონაწილეობს. ესენი არიან საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმის’’ U-16-სა და საქართველოს ნაკრების წევრი ვალერი ჩხიტუნიძე და ამავე კლუბის U-14-სა და ქვეყნის ნაკრების წევრი ოთო სულაკაური.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,სოხუმის’’ ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

აღნიშნულ კალათბურთელებთან ერთად ლიტვაში ,,სოხუმის’’ მეპატრონე და მისი ერთ-ერთი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელიაც იმყოფება.

სხვებთან ერთად კაუნასის კემპს ლატვიის ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგატსკისი ესწრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112614