კალათბურთი

23:45 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში ,,ჰიუნდაი’’ და ,,ქუთაისი’’ ითამაშებენ

საქართველოს 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა პლეი-ოფის მეორე ნახევარფინალური შეხვედრაც მოულოდნელი შედეგით დასრულდა, სადაც ერთმანეთს რეგულარულის ვიცე-ჩემპიონი ,,დინამო’’ და მეექვსეადგილოსანი ,,ქუთაისი’’ ხვდებოდნენ. დიდი ანგარიშით 90:66 გაიმარჯვა ,,ქუთაისმა’’ და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ,,ჰიუნდაი’’ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას თბილისი მასპინძლობდა შეხვედრა მაინც სტუმართა უპირატესობით დაიწყო. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ,,ქუთაისმა’’დიდი ანგარიშით 51:29 მოიგო. მთელი შეხვედრის განმავლობაში ,,ქუთაისი’’ ლიდერობდა დადამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა სტუმართა გუნდის წარმომადგენელმა დემეტრე ძიძიგურმა დააგროვა. მასპინძელთა მხრიდან ყველაზე შედეგიან გეგა ჭაბუკიანის ანგარიშზე მხოლოდ 13 ქულაა.

ფინალური სერია 21 ივნისს დაიწყება, რომელიც ორ მოგებამდე გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117295