ფეხბურთი

15:14 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერატის აგენტი “ბარსელონას” ულტიმატუმს უყენებს

კატალონიის “ბარსელონა” მზადაა “პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თავად ფეხბურთელის აგენტი კატალონიელებს ულტიმატუმს უყენებს და ითხოვს, ხელშეკრულების პირობებში ჩაიწეროს, რომ ვერატი უნდა იყოს ძირითადის მოთამაშე, სხვა შემთხვევაში შეთანხმება არ შედგება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზული კლუბი ვერატის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს.

მარკო ვერატის პსჟ-სთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აკავშირებს.

0.146838