ფეხბურთი

14:16 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესს “რეალში” მესის ხილვა სურს

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ლიონელ მესის “სამეფო კლუბის” მაისურით ხილვა სურს, თუმცა ხვდება, რომ ეს არარეალურია.

არგენტინელი ფორვარდი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა ფეხბურთის ისტორიაში და მისი გადაბირება ნებისმიერ კლუბს უნდა, თუმცა ამაოდ.

“რა თქმა უნდა ჩვენ გვსურს, რომ მესი “რეალში” ვიხილოთ, თუმცა “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდიდან მოყოლებული, ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი გადმოყვანა შეუძლებელი იქნებოდა”, - თქვა პერესმა.

ლიონელ მესიმ კარიერა 2003 წელს “ბარსელონა C”-ში დაიწყო, სადაც 10 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, შემდეგ იყო “ბარსელონა B” 2004-2005 წლებში, რომლის შემადგენლობაშიც 22 მატჩი და 6 გოლი დაუგროვდა. რაც შეეხება მთავარ გუნდს, იგი კატალონიურ გრანდში 2004 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114049