სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:50 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: "გული მწყდება აქ უფრო ადრე რომ არ მოვხვდი"
"არ მინდოდა, იმედი გამეცრუებინა, ამიტომაც, შებოჭილი ვთამაშობდი"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გიორგი მერებაშვილს გასული სეზონი წარმატებული გამოუვიდა. პლოცკის „ვისლაში“ ქართველი ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და ამან შედეგიც გამოიღო - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

გიორგის შანსი სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან სპარინგში მიეცა, შემდეგ კი, მოლდოვასთან ოფიციალურ თამაშში. იგი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ბურთთან პირველივე შეხება გოლით დაასრულა.

სწორედ სანაკრებო თემით დავიწყეთ ქართველ შემტევთან საუბარი - როგორც მერებაშვილმა გვითხრა, მოლდოვასთან ფრე ჩაგდებული პირველი ტაიმით იყო გამოწვეული. ნაკრების გარდა საკლუბო თემასაც შევეხეთ. როგორც გაირკვა, პოლონეთის წამყვანი კლუბები იწვევენ და არაა გამორიცხული „ვისლა“ დატოვოს.

- როგორ შეაფასებ საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშს?

- პირველ ტაიმში ძალიან მძიმედ გამოვიყურებოდით, მეორე ნახევარში კი თამაში გამოვასწორეთ. შეიცვალა ტაქტიკაც - ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არ იყო შერჩეული სწორი ტაქტიკა. ამ გადმოსახედიდან ასე ჩანს. თუმცა, იმ მომენტში მწვრთნელმა ჩათვალა საჭიროდ, რომ 5 მცველით ეთამაშა და ეს მართებულადაც მიგვაჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ტაქტიკამ ვერ გაამართლა და ვერ ავიღეთ სასურველი სამი ქულა, რომელსაც ჩვენც და გულშემატკივარიც ელოდა. ასევე დავამტებდით, რომ ნაკრებს ტრავმირებული ფეხბურთელები ძალიან აკლდა და ამან შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო მატჩებში ყველა ჯანმრთელად იქნება, რადგან ჩვენთვის თითოეული ფეხბურთელის გამოკლება დიდი დანაკლისია და ყველა ფეხბურთელი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია.

- შენი დაბრუნებით რამდენად კმაყოფლი ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვარ, რადგან ვფიქრობ, უფრო მეტი შემიძლია, ვიდრე ვაჩვენე. თუ მომეცემა მომდევნო მატჩებშიც საშუალება, ყველანაირად ვეცდები უკეთ ვითამაშო. ახლა კი, ალბათ ცოტა შებოჭილიც ვიყავი, რადგან დიდი ხანია ეროვნულ ნაკრებში არ მითამაშია. დიდი წნეხის ქვეშ ვიყავი, ვინაიდან ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ჩემი მეგობარი, ასევე გულშემატკივარი ითხოვდა ნაკრებში ჩემს გამოძახებას, ამიტომაც ვიყავი შებოჭილი, დაძაბული, რადგან არ მინდოდა მათი იმედი გამეცრუებინა. უნდა დამემტკიცებინა, რომ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ. ალბათ სწორედ ეს იყო ერთ-ეთი ფაქტორი, რატომაც ვერ ვაჩვენე მაქსიმუმი. თუმცა, დარწმუნებული ვარ შემდეგში უფრო კარგად ვითამაშებ.

- ვლადიმირ ვაისი თუ გაგესაუბრა თამაშის შემდეგ?

- კონკრეტული არაფერი უთქვამს, უბრალოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ალბათ, სექტემბერში გამოჩნდება, კმაყოფილი დარჩა თუ არა ჩემით. მაგრამ, იქამდე დიდი დროა და ძალიან ბევრი რამ ჩემზეცაა დამოკიდებული, რამდენად გამოვიჩენ თავს და ვიქნები ფორმაში. სეზონი პოლონეთში 14 ივლისს იწყება, სექტემბრამდე 5-6 თამაშის ჩატარება მომიწევს და ამ შეხვედრებში ყველანაირად ვეცდები, რომ ფორმაში შევიდე და სექტემბერში ნაკრებს გამოვადგე.

- კლუბზეც ვთქვათ: ისევ „ვისლაში“ ითამაშებ თუ გაქვს ვარიანტები?

- „ვისლასთან“ კიდევ ორი წელი მაკავშირებს კონტრაქტი. ახლა პოლონეთში მივემგზავრები და 2-3 კვირაში ყველაფერი გაირკვევა. 2-3 იქაური გუნდია ჩემით დაინტერესებული, რომლებიც გაცილებით ამბიციურები არიან, ვიდრე „ვისლაა“. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ყველანაირი შესაძლებლობა მაქვს თავი გამოვიჩინო, მაინც ვეცდები, რომ ისეთ გუნდში მოვხვდე, რომელიც ევროსარბიელზე გამოდის. წესით, დაახლოებით 3 კვირაში ყველაფერი უნდა გადაწყდეს.

- ის, 2-3 გუნდი რომ გაგვიმხილო...

- ჯერჯერობით, კონკრეტული გუნდების დასახელებისგან თავს შევიკავებ.

- პოლონეთის ჩემპიონატზე რას იტყვი, რამდენად მოელოდი იმას, რაც დაგხვდა?

- სანამ პოლონეთში წავიდოდი, რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრე, ვისაც ჰქონდა ნათამაშები და კარგად დამიხასიათეს. თუმცა, რომ ჩავედი, გაცილებით უკეთესი სიტუაცია დამხვდა. ინფრასტრუქტურა მართლაც უმაღლეს დონეზეა, ყველა გუნდს იდეალური მოედნის საფარი აქვს, ბაზები. ასევე, მედია, ტელევიზია. ყველა თამაშს აშუქებენ და არის მატჩისშემდგომი განხილვები, რომლებიც 2-3 საათს გრძელდება. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ფეხბურთს. გარდა ამისა, გულშემატკივრები, რომლებიც ყველა გუნდს მრავლად ჰყავს და სტადიონზე ყოველთვის დადიან. მე პირადად, ძალიან მომწონს პოლონეთის ჩემპიონატი და გული მწყდება, რომ უფრო ადრე არ მოვხვდი აქ, რადგან უფრო მეტი შანსი მექნებოდა ტოპ ლიგაში მოხვედრის და უფრო მაღალ დონეზე თამაშის.

- კარგად უნდა იცნობდე „იაგელონიას“ - ბათუმის „დინამოს“ მომავლ მეტოქეს...

- ძალიან რთული მეტოქეა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ბათუმის „დინამო“ შეძლებს „იაგელონიას“ ბარიერის დაძლევას. ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ პოლონური გუნდი ფავორიტია, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შეძლებს გუნდი ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას, გამომდინარე იქედან, რომ ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ფეხბურთელი აპირებდა გუნდიდან წასვლას. ასევე, ახალი მწვრთნელი ჰყავთ. მთლიანობაში იმედი მაქვს, რომ „დინამო“ შეძლებს შემდეგ ეტაპზე გასვლას. ამით ძალიან გამახარებენ, თუნდაც იქედან გამოდინარე, რომ პოლონეთში ვთამაშობ. ყოველთვის ვსაუბრობ აქ საქართველოზე და ვამაყობ ჩემი ქვეყნით. შესაბამისად, თუ „დინამო“ შეძლებს „იაგელონიას“ დამარცხებას კიდევ ერთი სასაუბრო და საამაყო მექნება (იღიმის).

- ბერძნული და პოლონური ფეხბურთის თავისებურები რომ შეადარო...

- როგორც ასეთი, გულშემატკივარი, ალბათ საბერძნეთში უფრო ცნობილი ქომაგობა იციან, მაგრამ ამ ეტაპზე პოლონეთი ყველანაირად ბევრად წინაა. თუნდაც ინფრასტრუქტურა, თუნდაც გულშემატკივართა დასწრება. საბერძნეთში მხოლოდ 3-4 გუნდია, რომლის თამაშზეც ანშლაგია, ხოლო პოლონეთში ყველა სტადიონზე სავსეა ტრიბუნები. ფეხბურთის თამაშის მხრივაც, აქ უფრო მაღალი დონეა ამჟამად, ვიდრე საბერძნეთში.

- ჯენარო გატუზოზე რას იტყვი, ისეთია ჩვეულებრივ ცხოვრებაში, როგორც მოედანზე იყო?

- კი ნამდვილად ემოციურია, მაგრამ ძალიან მეგობრული ადამიანია. მოედანზე სხვა გატუზო იყო, ცოხვრებაში კი - სხვა. მე პირადად, მას მწვრთნელად ვერ აღვიქვამდი, რადგან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ასეთი იყო ყველა ფეხბურთელთან. თუმცა, ვარჯიშის და თამაშის დროს ძალიან მომთხოვნი იყო.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112846
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X