ფეხბურთი

20:34 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ შეველა: "ტორპედო" ჩვენთვის უცხოა"

სლოვაკური “ტრენჩინის” მთავარი მწვრთნელი მარტინ შეველა ქუთაისის “ტორპედოს” არ იცნობს. როგორც სლოვაკმა სპეციალისტმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, “ტრენჩინისთვის” პირველი მატჩის სახლში ჩატარება უპირატესობაა.

“ქართული გუნდი ჩვენთვის უცხოა. რუკაზე ვნახე, რომ ქუთაისი ჩვენგან 3 ათასი კილომეტრის მანძილზეა. “ტორპედოს” შესახებ ინფორმაციის მოძიებას ჩვენი ფეხბურთელის, გიორგი ბერიძისა და ჯოე კონტირას მეშვეობით ვეცდებით, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისის თანაშემწეა.

ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას – ვიცი, რომ 3 თუ 4 წლის წინ მათ “ჟილინასთან” მოუწიათ თამაში და ფეხბურთელებს კუჭის პრობლმები შეექმნათ. რაც შეეხება მომავალ თამაშს, ვფიქრობ, პირველი შეხვედრის სახლში ჩატარება ჩვენთვის უპირატესობაა. უნდა ვეცადოთ შეტევაში ეფექტურად და დაცვაში ყურადღებით თამაშს”, - თქვა შეველამ.

“ტრენჩინი” - “ტორპედოს” მატჩები 29 ივნისსა და 6 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110569