ფეხბურთი

11:29 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესი “რეალში” 2021 წლამდე დარჩება

Marca-ს ინფორმაციით, “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კლუბის სათავეში 2021 წლამდე დარჩება. გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა, პერესს ხელშეკრულება ავტომატურად გაუხანგრძლივდა.

პერესი “რეალის” სათავეში 2000-2006 წლებში იყო, რის შემდგომაც სამწლიანი პაუზა ქონდა. 2009 წელს კვლავ დაბრუნდა მადრიდში და დღემდე ხელმძღვანელობს კლუბს. პერესის პრეზიდენტობის დროს “რეალმა” ოთხჯერ მოიგო ლა ლიგა, ორჯერ კოპა დელ რეი, სამჯერ ესპანეთის სუპერთასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ უეფას სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი და ორჯერ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111148