ფეხბურთი

20:21 | 18.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ვილია კვლავ შეუჩერებელია

დავიდ ვილია ამერიკულ MLS-ში საკმაოდ შედეგიანია და 50-ე გოლი გაიტანა ამ ლიგაში. "ნიუ იორკ სიტიმ" სწორედ 35 წლის ესპანელის დუბლით მოუგო მოქმედ ჩემპიონ "სიეტლ საუნდერსს" - 2:1. "ელ გუახემ" ჯერ პენალტი გამოიყენა, მერე კი მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში.

შეგახსენებთ, "ნიუ იორკ სიტის" მწვრთნელი ფრანგი პატრიკ ვიეირაა. გუნდშია ანდრეა პირლოც, რომელსაც უკვე აშკარად დაეტყო ასაკი და ხშირად აღარც თამაშობს. MLS-ის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე ამერიკელი ლენდონ დონოვანია - 145 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108529