ფეხბურთი

16:00 | 18.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"პარმა" სერია B-ში აღზევდა

იტალიური საფეხბურთო კლუბი „პარმა“ დამდეგ სეზონში სერია B-ში ითამაშებს. პარმეზანულმა გუნდმა ლეგა პროს პლეი-ოფის ფინალში „ალესანდრია“ 2:0 დაამარცხა და იტალიის რანგით მეორე ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

„პარმა“ მეოცე საუკუნის მიწურულს ამინდს არამარტო იტალიურ, არამედ ევროპულ ფეხბურთში ქმნიდა.

ემილიური გუნდი 2015 წელს გაკოტრდა და ცხოვრების თავიდან დაწყება, სერია D-დან მოუწია. გასულ სეზონში „მერძევეებმა“ ჯერ ლეგა პროს საგზური მოიპოვეს, ხოლო ეხლა ერთი ლიგით დაწინაურდნენ და ელიტალურ სერია A-სთან უკვე სულ რაღაც ნაბიჯი აშორებთ.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა, „პარმა“ ზედიზედ მესამე სეზონი ლიგიდან ლიგაში აღზევებას და იქ დაბრუნებას, სადაც ბევრის აზრით, მისი ადგილია...

თეგებიპარმა
სტატისტიკა
0.242395