ფეხბურთი

21:25 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყვეტილია: ნიკა კაჭარავა პოლონეთის "კორონაში"

ნიკა კაჭარავა პოლონეთში გააგრძელებს კარიერას, კერძოდ, კლუბ "კორონაში". ეს ქალაქ კელცეს კლუბია, რომელმაც გასული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

როგორც იცით, კაჭარავამ წინა სეზონი კვიპროსულ "ეთნიკოსში" გაატარა და საკმაოდ შედეგიანიც გახლდათ. 27 მატჩში 16 გოლი გაიტანა, მათ შორის, ულამაზესი გოლებიც. ნიკათი დაინტერესებულნი იყვნენ "გლაზგო რეინჯერსი", პოზნანის "ლეხი", კვიპროსის წამყვანი კლუბები...

ნიკა კაჭარავამ წლეულს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გაიტანა პირველი ბურთი. ეს სერბეთთან 1:3 წაგებულ მატჩში.

0.132116