ჭადრაკი

11:33 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

დასასრულს მიუახლოვდა გრანდიოზული საჭადრაკო ტურნირი ვაჟთა შორის, რომელსაც ნორვეგიის ქალაქი სტავანგერი მასპინძლობს.

აღნიშნულ ტურნირზე ბოლოსწინა, მე-8 ტურის პარტიები გათამაშდა. გამორჩეულ ინტერესს იწვევდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენისა და ვიცე- ჩემპიონ სერგეი კარიაკინის შეხვედრა. მოიგო კარლსენმა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა.

რაც შეეხება ერთპიროვნულ ლიდერ ლევონ არონიანს, მართალია, მან ვერ მოიგო და ყაიმს დასჯერდა, მაგრამ ვერც მისმა უშუალო მდევარმა ჰიკარუ ნაკამურამ შეძლო გამარჯვების მოპოვება და სომეხმა დიდოსტატმა ერთპიროვნული ლიდერობა მაინც შეინარჩუნა.

ბოლო, მე-9 ტურში დიდ ინტერესს იწვევს პარტიები არონიანის, ნაკამურასა და გირის მონაწილეობით - პირველ ადგილზე გასვლის შანსს ეს ტრიო ინარჩუნებს.

მე-8 ტურის ტექნიკკური შედეგები:

მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) - სერგეი კარიაკინი (რუსეთი) 1:0

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი)1:0

ანიშ გირი (ჰოლანდია) - ფაბიანო კარუანა (აშშ) 0.5:0.5

ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) - უესლი სო (აშშ) 0.5:0.5

ლევონ არონიანი (სომხეთი) - ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი) 0.5:0.5

მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ:

1. სრონიანი - 5.5 ქულა

2. ნაკამურა - 5.0

3. გირი - 4.5

4-5. კრამნიკი, სო -4.0-4.0

6-9. ანანდი, კარუანა, ვაშიე-ლაგრავი, კარლსენი - 3.5-3.5

10. კარიაკინი - 3.0

მე-9 ტურის განრიგი:

კრამნიკი - გირი

კარიაკინი - ვაშიე-ლაგრავი

ანანდი - კარლსენი

სო - არონიანი

კარუანა - ნაკამურა

0.114264