ფეხბურთი

13:34 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონმა” პიკფორდი გაიფორმა

“სანდერლენდის” აწ უკვე ყოფილი მეკარე ჯორდან პიკფორდი კარიერას “ევერტონში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია მერსისაიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“კანფეტებმა” 23 წლის კიპერში 25 მილიონი ფუნტი გაიღეს, მაგრამ ბონუსების ჩათვლით ეს თანხა 30 მილიონ ფუნტამდე ადის და პიკფორდი “ევერტონისთვის” ყველაზე ძვირადღირებული ახალწვეული ხდება. ის “გუდისონ პარკზე” 2022 წლამდე დარჩება.

პიკფორდმა გასულ სეზონში “სანდერლენდის” კარი 33-ჯერ დაიცვა და 53 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117155