ფეხბურთი

16:17 | 15.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორატა “მანჩესტერთან” უფრო ახლოს

ალვარო მორატა “მანჩესტერ იუნაიტედს” დღითიდღე უახლოვდება. საბოლოო შეთანხმება მხარეებს შორის ჯერ არ არის, თუმცა “წითელ ეშმაკებსა” და ესპანელს შორის კავშირი იზრდება.

“მანჩესტერი” ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელს ეძებს, რომელიც უკვე ახალი კლუბის ძიებაშია და ჟოზე მოურინიო იბრას შემცვლელად სწორედ ესპანელს მოიაზრებს.

“ეს კავშირი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დადებითი განწყობა კლუბსა და ფეხბურთელს შორის” – ციტირებს მოურინიოს Sky Sports.

მორატა გასულ სეზონში “სამეფო კლუბის” რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობას უჩიოდა და სწორედ ამის გამო სურს კლუბის შეცვლა.

0.111882