კალათბურთი

13:48 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დურანტი: “როცა 8 წლის ვიყავი, დედას დავპირდი, რომ ჩემპიონი გავხდებოდი”

“გოლდენ სტეიტის” ლიდერმა კევინ დურანტმა “კლივლენდის” 4:1-ის დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ ნბა-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით დიდი ხნის ოცნება აისრულა.

“ყველანი მიყვარხართ. დიდი მადლობა გულშემატკივებს, “გოლდენ სტეიტი” დიდებული კლუბია. როცა 8 წლის ვიყავი, დედაჩემს დავპირდი, რომ ნბა-ს ჩემპიონი გავხდებოდი. ჩემპიონობა ჩემი ოცნება იყო”- განაცხადა დურანტმა.

კევინ დურანტი, ზაზა ფაჩულიას მსგავსად, პირველად გახდა ნბა-ს ჩემპიონი. დურანტი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

0.131252