კალათბურთი

10:21 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია ნბა-ს ჩემპიონია !!!

ზაზა ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, ვინც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო, ზაზა მსოფლიოს ჩემპიონია. დღეს, ზაზა ფაჩულიამ ყველასათვის სასურველი საჩემპინო ბეჭედი მოირგო!!!

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 10 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა გუნდს 1 პასი და 3 მოხსნა შესძინა. ზაზამ ფარს ერთხელ არაზუსტი სროლით შეუტია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 38:23 მოიგეს. საუცხოო მატჩი ჩაატრა ლებრონ ჯეიმსმა, რომლის გარჯაც მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა, 41 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი. კევინ დურანტი სუპერფინალის MVP-ი გახდა. კევინმა სუპერფინალის ხუთივე შეხვედრაში 30-ზე მეტი ქულა ჩააგდო, დღესაც დურანტმა მეტოქე 39 ქულით "დაასაჩუქრა". კარის 34 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა ჰქონდა. სუპერფინალური სერია “გოლდენ სტეიტმა” 4:1 მოიგო.

“გოლდენ სტეიტმა” ნბა-ს ჩემპიონი ტიტული მეხუთედ მოიპოვა (1947, 1956, 1975, 2015, 2017)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136936