ჩოგბურთი

20:43 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა “როლან გაროსი” მეათედ მოიგო

რაფამ კარიერაში “როლან გაროსის” მეათე ტიტული მოიპოვა, რაც ყველა საუკეთესო შედეგია. ნადალმა ფინალში სტანისლას ვავრინკას მარტივად 6:2, 6:3, 6:1 აჯობა.

ესპანელს დიდი სლემის 15 ტიტული დაუგროვდა, რითაც პიტ სამპრასს (14) გადაასწრო. რაფაელი მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელსაც დიდი სლემის 18 ტურნირი აქვს მოგებული.

მალიორკელმა ერთეულთა თანრიგში 73-ე ტიტული მოიპოვა. ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობა ისე მოიგო, რომ არც ერთი სეტი არ წაუგია. ვავრინკა აქამდე დიდი სლემის ფინალში სამჯერ იყო გასული და სამივეჯერ მოგებული ჰქონდა, სტენი დიდი სლემის ფინალში პირველად დამარცხდა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველ სეტში 2:2 იყო, რის შემდეგაც ნადალმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო, მეორე პარტიაში 1:0-ზე რაფას სასარგებლოდ ესპანელი ბრეიკს აკეთებს რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მესამე პარტია კი ნადალმა ძალიან მარტივად დაასრულა თავის სასარგებლოდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158557