ფეხბურთი

12:25 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რუბინმა” გრასია დაითხოვა

“რუბინის” ხელმძღვანელობამ ესპანელი სპეციალისტი ხავი გრასია, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია ყაზანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

47 წლის გრასიამ “რუბინი” 2016 წლის 27 მაისს ჩაიბარა, თუმცა იმედები ვერ გაამართლა და მისმა კლუბმა პრემიერლიგაში მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა.

აქვე გეტყვით, რომ “რუბინს” ყურბან ბერდიევი გაწვრთნის, რომელიც ყაზანურ კლუბში 2001-2013 წლებში მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111484