ფეხბურთი

14:00 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალექსისი “სიტისთან” ერთ ნაბიჯში

ინგლისური “მანჩესტერ სიტი” ახლოსაა ალექსის სანჩესის შეძენასთან. ჩილეს მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება. ამ დროისთვის ფინანსური საკითხები არ გახმაურებულა.

“არსენალიდან” სანჩესის წასვლაზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ აქამდე მის მომავალს ყველაზე მეტად მიუნხენის “ბაიერნს” უკავშირებდნენ.

როგორც ჩანს, პეპ გვარდიოლამ ყველას აჯობა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს “ბარსელონამ” სწორედ პეპის ინიციატივით შეიძინა ჩილელი თავდამსხმელი “უდინეზედან”. ლონდონის “არსენალის” ღირსებას კი, ალექსისი 2014 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან 51 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

სანჩესი მიმდინარე საზაფხულო ფანჯრის პერიოდში “სიტის” მესამე შენაძენი იქნება ბერნარდო სილვასა და ედერსონის შემდეგ.

0.117168