ფეხბურთი

20:24 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” ახალი მწვრთნელი ჰყავს

იტალიის სერია A-ს ბინადარ ფლორენციის “ფიორენტინას” ამიერიდან სტეფანო პიოლი გაწვრთნის. ამის შესახებ ტოსკანური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. გამოცდილმა სპეციალისტმა “იებს” ბედი 2 წლით დაუკავშირა, თუმცა მხარეების სურვილის შემთხვევაში მისი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივება შესაძლებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ პიოლი და “ფიორენტინა” ერთმანეთს კარგად იცნობენ: 1989-1995 წლებში სტეფანო ფეხბურთელის რანგში იცავდა ფლორენციელთა ღირსებას და 156 თამაშიც ჩაატარა.

ბოლოს სტეფანო პიოლი მილანის “ინტერს” ედგა სათავეში, ხოლო “ფიორენტინას” პაულუ სოუზა ავარჯიშებდა. ორივე მათგანს სამსახური წარუმატებელი შედეგების გამო დაატოვებინეს.

0.118104