ფეხბურთი

18:40 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ლეგიონერები: ხუბუტია, აბურჯანია, ცისკარიძე, ვაწაძე

აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" რუმინეთის ჩემპიონატში 2:2 ითამაშა "პოლი ტიმოშოარასთან" და სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ქართველმა მცველმა კვლავაც შეუცვლელად ითამაშა.

კარგა ხნის შემდეგ, "სევილია II"-ის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა გიორგი აბურჯანია. "ოვიედოსთან" 0:1 წაგებულ შეხვედრაში 60 წუთი ითამაშა. აბურჯანიას საკითხი გასარკვევია - დიდი შანსია, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს. ალბათ გაანათხოვრებენ.

შვედეთში ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნამ" შინ 1:3 წააგო აიკ-თან და ბოლო ადგილზეა. ცისკარიძეს სათამაშო პრაქტიკა მუდმივად აქვს.

დანიის სუპერლიგიდან გავარდა მათე ვაწაძის "ვიბორგი". პლეი-ოფის ბოლო მატჩში ("ჰელსინგორთან" 2:2) ვაწაძეს არ უთამაშია და ზოგადად, ხშირი პრაქტიკა არ აქვს. "ვიბორგამდე", სუპერლიგა დატოვა "ესბიერგმაც", სადაც სამი ქართველია: ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კაკაბაძე და ლაშა პარუნაშვილი.

0.142331