ფეხბურთი

22:46 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი პოლონეთის ჩემპიონი გახდა

ვაკო ყაზაიშვილი პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ბოლო ტურში ვარშავის "ლეგიამ" შინ 0:0 ითამაშა გდანსკის "ლეხიასთან" და ესეც საკმარისი გამოდგა ჩემპიონობისთვის. ყაზაიშვილი განაცხადში არ იყო...

ვაკომ პოლონურ ექსტრაკლასაში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ვერ გამოუვიდა კარგი სეზონი.

როგორც იცით, ყაზაიშვილი ჰოლანდიური "ვიტესის" ფეხბურთელია და "ლეგიაში" ერთწლიანი იჯარით გახლდათ. რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას ქართველი შემტევი, ეს უცნობია.

პოლონეთშივე, მათე ცინცაძის "პოგონმა" 3:0 სძლია "კორონას" და მეშვიდეზე გავიდა. ცინცაძემ 83 წუთი ითამაშა.

0.138902