ფეხბურთი

13:55 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის: 19-წლამდელები 3 ივნისს შეიკრიბებიან

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ათდღიან შეკრებას ბულგარეთში გაივლის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც 3 ივნისიდან შეკრებს. ვარჯიშის გარდა, 11 და 13 ივნისს, 19-წლამდელები ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ მასპინძელ ბულგარეთთან.

ევროპის ჩემპიონატის წინ დასკვნით შეკრებას გიორგი ყიფიანის გუნდი უკვე თბილისში, ეროვნული ლიგის მეორე წრის დასრულების შემდეგ გაივლის.

მეკარეები: დავით კერესელიძე (ცხინვალი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ალექსანდრე კახიძე (ინტერ-ალფა, რუსეთი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), თორნიკე დაგარგულია (შუქურა).

შეგახსენებთ, 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. თამაშები თბილისსა და გორში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115973