ფეხბურთი

16:57 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბონერამ და "ვილიარეალმა" გაახანგრძლივეს

ესპანურმა „ვილიარეალმა“ ვეტერან იტალიელ მცველ დანიელე ბონერას ნდობა გამოუცხადა და კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ „ყვითელი სუმბარინას“ ვებგვერდი ოფიციალურ იუწყებს. ამრიგად, ბონერა „ელ მადრიგალზე“ 2018 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ბონერამ ახალი კონტრაქტი თავის დაბადების დღეზე გააფორმა. სწორედ ამით დაიწყო „ვილიარეალის“ ოფიციალური წერილიც:

„ერთი წლით მეტი და ერთ წლიანი კონტრაქტი! - დანიელე ბონერასთან შეთანხმება მიღწეულია და იგი ჩვენს გუნდში ითამაშებს. ბონერა „ვილიარეალის“ მესამე იტალიელი ფეხბურთელია“, - წერს ესპანური გუნდის ვებგვერდი.

დანიელე ბონერა „ვილიარეალში“ 2015 წლის ზაფხულში გადავიდა და ამ ხნის განმავლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 32 თამაში ჩაატარა.

0.124059