ჭადრაკი

10:51 | 31.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მერი არაბიძის შესანიშნავი სტარტი ევროპის ჩემპიონატზე

მინსკში (ბელარუსი) დაიწყო ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის, რომელშიც 10 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს.

მართალია, ჩემპიონატი ვაჟთა შორისაა, მაგრამ ტურნირში ქალებიც ასპარეზობენ. მათ შორისაა საქართველოს ერთი წარმომადგენელი, საერთაშორისო დიდოსტატი მერი არაბიძე, რომელიც პირველ ტურში ბევრად უფრო მაღალი რეიტინგის მქონე მამაკაცს, უკრაინელ საერთაშორისო დიდოსტატს მიხაილო ოლექსეენკოს შეხვდა. მერიმ გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა და ბევრისთვის მოულოდნელად გამარჯვება მოიპოვა.

სამწუხაროდ, ქართველი გულშემატკივრებისათვის იყო არასასიამოვნო სიურპრიზებიც. საქართველოს დელეგაციის ყველაზე გამოცდილი წევრი ზურაბ სტუტუა მასზე ბევრად დაბალი რეიტინგის მქონე, ქალბატონ ნასუბულინასთან დამარცხდა, ხოლო პაიჭაძე და გელაშვილი მხოლოდ ყაიმს დასჯერდნენ. მეორე ტურის კენჭისყრის დროს საინტერესო შემთხვევა მოხდა. რუსთაველმა მოჭადრაკეებმა ლუკა პაიჭაძემ და თამაზ გელაშვილმა მეტოქეები გაცვალეს.

პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

30 ივნისი

ბაადურ ჯობავა(2713) - ომერ რეშეტი (2459, ისრაელი) 1:0

მიხეილ მჭედლიშვილი(2605) - რომან მარტინოვი(2323, უკრაინა) 1:0

დავით ჯოჯუა(2581) - დან პოლეგი (2241, ისრაელი) 1:0

ანდრეი მალიუში (2286, ბელარუსი)- ლევან ფანცულაია(2594) 0:1

ლუკა პაიჭაძე(2568) - ლანიტა სტეტცკო (2202, ბელარუსი) 0.5:0.5

თამაზ გელაშვილი(2563) - ანასტასია საზონოვა(2191, რუსეთი) 0.5:0.5

მერი არაბიძე(2374) - მიხაილო ოლექსენკო(2636, უკრაინა) 1:0

ალფია ნასუბულინა(2162, რუსეთი) -ზურაბ სტურუა(2555) 1:0

თორნიკე სანიკიძე(2518) - გლებ ბადანინი (2054, რუსეთი) 1:0

ზდენკო კოზული - (2617, ხორვატია) - ნოე თუთისანი(2347) 1:0

მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

31 ივნისი

ჰოვანეს გაბუზიანი(2570, სომხეთი) - ჯობავა

რომაინ ედუარდი(2640, საფრანგეთი) - სანიკიძე

არტაშეს მინასიანი(2480, სომხეთი) - მჭედლიშვილი

ფანცულაია - ვლადიმირ მინკო(2438, რუსეთი)

ალექსანდრ ბელიავსკი(2589, სლოვენია) - არაბიძე

ვიტალი მოროზოვი(2034, უკრაინა) - ჯოჯუა

ანასტასია საზონოვა(2191, რუსეთი) - პაიჭაძე

ლანიტა სტეტცკო(2202,ბელარუსი) - გელაშვილი

სტურუა - დან პოლეგი(2241, ისრაელი)

თუთისანი - ირინა პოპოვა(1938, რუსეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112438