ფეხბურთი

14:50 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონს მალდინის რეკორდის დამხობის შანსი აქვს

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდეს. საქმე ისაა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ფინალში გამარჯვების შემთხვევაში გახდება ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა მოუგია.

ამჟამად რეკორდი პაოლო მალდინის ეკუთვნის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 2007 წელს 38 წლისა და 331 დღის ასაკში მოიგო, ბუფონი კი, ახლა 39 წლისა და 126 დღის ასაკის გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელ საუკეთესო ხუთეულში ყველა იტალიური გუნდის ფეხბურთელია და ბუნებრივია, რომ მათ შორის, იტალიელების აბსოლუტური უმრავლესობაა.

აქვე, წარმოგიდგენთ, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უხუცესი გამარჯვებულების ხუთეულს:

პაოლო მალდინი - 2007 წელი, „მილანი“, 38 წელი და 331 დღე

პიეტრო ვიერხვუდი - 1996 წელი, „იუვენტუსი“, 37 წელი და 46 დღე

ალესანდრო კოსტაკურტა - 2003 წელი, „მილანი“, 37 წელი და 34 დღე

ხავიერ ძანეტი - 2010 წელი, „ინტერი“, 36 წელი და 285 დღე

მარკო მატერაცი - 2010 წელი, „ინტერი“, 36 წელი და 276 დღე

შეგახსენებთ, „იუვენტუსისა“ და „რეალის“ ფინალური მატჩი 3 ივნისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117107