ფეხბურთი

21:42 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბარსელონა" ვალვერდეს ჩააბარეს

კატალონიის "ბარსელონას" ერნესტო ვალვერდე გაწვრთნის. ამის შესახებ "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ ამცნო საფეხბურთო საზოგადოებას. ესპანელი სპეციალისტი "კამპ ნოუზე" ლუის ენრიკეს ჩაანაცვლებს, რომელმაც კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გასული წლებისთვის ლუის ენრიკეს. მისთვის ჩვენი გუნდის კარი ყოველთვის ღია იქნება. რაც შეეხება ვალვერდეს - იგი ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. მისი სათამაშო სტილი კი, "ბარსელონას" იდენტურია და შეეფერება", - აღნიშნა ბართომეუმ.

ვალვერდემ "ბარსასთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ოფიციალური წარდგენა მედიის წინაშე ხუთშაბათს, 1 ივნისს, წარადგენენ.

ერნესტო ვალვერდესთვის კატალონია ნაცნობი ადგილია, რადგან 1988-1990 წლებში იგი სწორედ „ბარსელონაში“ თამაშობდა და კოპა დელ რეი და თასების თასი მოიგო. რაც შეეხება მის ბასკურ კარიერას - იგი ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას დაიწყო და „ბილბაოში“ 1990-1996 წლებში გამოდიოდა, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტი 2013 წელს დაიკავა.

„ბილბაოს“ ვალვერდემ ესპანეთის სამეფო თასი და სუპერთასი მოაგებინა. ასევე ათამაშა გუნდი ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. აწ დასრულებულ სეზონში კი, მეშვიდე ადგილზე გაიყვანა, რაც ასევე ევროპა ლიგის საგზურის მომტანი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113817