ფეხბურთი

17:04 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაქსველი - ყველაზე ტიტულოვანი საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში

პსჟ-მ საფრანგეთის თასი მეთერთმეტედ მოიგო, პარუზული გუნდის მცველი, 35 წლის მაქსველი კი გახდა ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში. ბრაზილიელმა თასის მოგებით 37-ე ტურნირი მოიგო და ძმების იბრაჰიმ და ჰოსამ ჰასანების (36) შედეგი გააუმჯობესა.

სამხრეთამერიკელმა "პარი სენ ჟერმენის" რიგებში 15 ტურნირი მოიგო, "ბარსელონას" მაისურით - 10, "აიაქსის" შემადგენლობაში - 6, მილანის "ინტერში" - 5, ხოლო "კრუზეიროში" - 1.

საკლუბო ისტორიაში 35 ტურნირი აქვს მოგებული რაიან გიგზს, ხოლო 33-33 ბრაზილიელ დანი ალვეშს და ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

0.115752