ფეხბურთი

11:54 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ საფრანგეთის თასის მფლობელია (+VIDEO)

"პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის თასის ფინალში "ანჟე" 1:0 დაამარცხა. "სტად დე ფრანსზე" გამართულ შეხვედრაში ერთდერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 91-ე წუთზე საკუთარ კარში ისა სისოკომ გაიტანა.

პარიზულმა გუნდმა საფრანგეთის თასი ისტორიაში მეთერთმეტედ მოიგო და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. თასზე 10-ჯერ უმარჯვია "მარსელს", 6-6-ჯერ მოიგო "სენტ-ეტიენმა" და "ლილმა".

ლიგა 1-ის 2016/17 წლების სეზონში პსჟ მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში უნაი ემერის გუნდმა "მონაკო" 4:1 დაამარცხა.

Loading...
სტატისტიკა
0.227589