სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:03 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" სეზონი ტიტულით დაასრულა (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დორტმუნდის „ბორუსიამ“ სეზონი გერმანიის თასის მოგებით დაასრულა - ტომას ტუხელის გუნდმა ბერლინში, ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და 2016-2017 წლების სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა.

შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, ანგარიში რომ გაიხსნა: „ბორუსიას“ სწრაფ იერიშზე „აინტრახტის“ მცველებმა სათანადო რეაგირება ვერ მოახერხეს და უსმან დემბელეს გოლის გატანა არ გასჭირვებია. ფრანგმა ტექნიკურად ითამაშა და ჰრადეცკის ახლო მანძილიდან უძლიერესად დაურტყა. ნიკო კოვაჩის შეგირდებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს: ანტე რებიჩი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაათანაბრა. სხვათა შორის, რებიჩი, კლასნიჩის, ოლიჩისა და პეტრიჩის შემდეგ მეოთხე ხორვატი ფეხბურთელი გახდა, ვისაც გერმანიის თასის ფინალში გოლი გაუტანია.

„აინტრახტისთვის“ შეხვედრას ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა: გარდა იმისა, რომ თასის მოგება პრესტიჟული გახლდათ, ევროპა ლიგის საგზურსაც მიიღებდა, ამიტომაც მცდელობა არ დაუკლია მოსაგებად, მაგრამ უფრო მაღალი კლასის გუნდმა მოიგო. მატჩის ბედი 66-ე წუთზე გადაწყდა: მეკარე ჰრადეცკიმ პულიშიჩი საჯარიმოში წააქცია და დენიზ აიტეკინმა პენალტი უყოყმანოდ დანიშნა - თავის მხრივ, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პანენკას სტილში დაარტყა და გაიტანა - 1:2.

შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც ეს გამოდგა. „დორტმუნდმა“ გერმანიის თასი მეოთხედ მოიგო, ხოლო „აინტრახტი“ ევროპა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა. სამაგიეროდ, აქ ადგილი ბუნდესლიგის მეშვიდე ადგილოსან „ფრაიბურგს“ ერგო.

„აინტრახტი“ – „დორტმუნდი“ 1:2 (1:1) VIDEO

ბერლინი, „ოლიმპიაშტადიონი“

მაყურებელი: 74 322

„აინტრახტი“ (3-4-2-1): ჰრადეცკი; ჰექტორი, აბრაჰამი, ვალეხო; ჩანდლერი (მეიერი 72), მედოიევიჩი (ტავატა 56), გაჩინოვიჩი, ოცზიპკა; ფაბიანი (ბლუმი 79), რებიჩი; სეფეროვიჩი

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

„დორტმუნდი“ (3-4-2-1): ბურკი; ბარტრა (დურმი 76), სოკრატისი, შმელცერი (კასტრო 46); პიშჩეკი, გინტერი, კაგავა, გუერეირო; დემბელე; ობამეიანგი, როისი (პულიშიჩი 46)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 დემბელე (8), 1:1 რებიჩი (29), 1:2 ობამეიანგი (67, პენ)

გაფრთხილება: გაჩინოვიჩი (38), ჰრადეცკი (66), აბრაჰამი (69), რებიჩი (87) - დემბელე (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 11 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 5:5

მსაჯი: დენიზ აიტეკინი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.485315
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X