ფეხბურთი

23:25 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: “იუვენტუსი” ისეთივე კონკურენტია, როგორიც “ატლეტიკო” იყო”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და მადრიდელებს სურთ ისტორიაში ახალი რეკორდით შევიდნენ.

“შემთხვევით არაფერი ხდება. ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ახალი რეკორდი დავამყაროთ და ზედიზედ 2-ჯერ გავიმარჯვოთ. ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება. “იუვენტუსი” დიდი გუნდია და ისეთივე კონკურენტი იქნება ჩვენთვის, როგორიც “ატლეტიკო” იყო." - განაცხადა ევროპის ჩემპიონმა.

კრიშტიანუ რონალდომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 12 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ფინალი 3 ივნისს კარდიფში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110417