ფეხბურთი

20:18 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მერტენსმა "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა დრის მერტენსმა "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

იტალიური მედიის ინფორმაცით, 30 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება წელიწადში 4.5 მილიონი ევრო იქნება. ასევე, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 2018 წლიდან 30 მილიონი ევრო იქნება და "ნაპოლი" ამ ფასად მერტენს მხოლოდ უცხოურ კლუბებს დაუთმობს.

2016/17 წლების სეზონში დრისმა 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 33 გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, მერტენსი კი 27 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერ ედინ ჯეკოს 1 გოლით ჩამორჩება.

0.113642