თამაშგარე

14:00 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენუა ასუ-ეკოტოს პორნომსახიობობა სურს

კამერუნის ნაკრების ექსფეხბურთელ ბენუა ასო-ეკოტოს პორნო მსახიობობა სურს. აღნიშნული ინფორმაცია „ბირმინგემ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა გაავრცელა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, მას სურდა, 33 წლის ფეხბურთელი თავის გუნდში ეხილა, მაგრამ აფრიკელმა უარი უთხრა.

„მსურდა, ასუ-ეკოტოს „ბირმინგემში“ ეთამაშა, მაგრამ ერთადერთი რეალური პრობლემა ისაა, რომ მას პორნომსახიობობა სურს და ამიტომ უარი მითხრა. თუმცა, შეუძლია გადაიფიქროს და ერთი წელი ჩემს გუნდში ითამაშოს“, - უთხრა რედნაპმა ინგლისურ მედიას.

საერთოდ, გამოცდილი სპეციალისტი კამერუნელს კარგად იცნობს, რადგან ისინი წლების განმავლობაში ლონდონის „ტოტენჰემში“ ერთად მუშაობდნენ.

ბენუა ასუ-ეკოტომ კი, 2016-2017 წლების სეზონი ფრანგულ „მეცში“ გაატარა და ლიგა 1-ის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114807