ფეხბურთი

13:30 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩეზარე პრანდელი არაბეთში დასაქმდა

გამოცდილი იტალიელი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. თუმცა, არა ევროპაში, არამედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. როგორც საფეხბურთო კლუბ „ალ ნასრის“ ვებგვერდი გვამცნობს, პრანდელი ორშაბათიდან გუნდში მუშაობას შეუდეგბა.

ჩეზარე პრანდელის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს: სახელი ჯერ კიდევ „პარმაში“ მუშაობით გაითქვა, ხოლო შემდეგ იყო „ფიორენტინასა“ და იტალიის ნაკრების თავკაციც.

ბოლოს აპენინელი ესპანურ „ვალენსიას“ წვრთნიდა, მაგრამ წარუმატებელი შედეგების გამო „მესტალიის“ დატოვება მალევე მოუხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111743