ფეხბურთი

18:47 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

უხვგოლიანი საფრანგეთის ჩემპიონატი

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2016-2017 წლების სეზონი ისტორიის კუთვნილება გახდა. აწ უკვე განვლილი სეზონი უხვგოლიანობით გამოირჩა და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რაზეც ახლა გიამბობთ: საქმე ისაა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში ერთბაშად ოთხმა ფეხბურთელმა მოახერხა 20 და მეტი გოლის გატანა, ასეთი რამ კი, ლიგა 1-ში ბოლოს 30 წლის წინ მოხდა.

გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი პსჟ-ს ფორვარდი ედინსონ კავანი გახდა 35 გოლით, მეორე ადგილზე კი, „ლიონის“ თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი გავიდა - 28 გოლი.

რაც შეეხება მესამე და მეოთხე ადგილებს, ის „მონაკოსა“ და „მარსელის“ შემტევებს ერგოთ: რადამელ ფალკაომ სეზონი 21, ხოლო ბაფეტიმბი გომისმა 20 გოლით დაასრულეს.

თეგებილიგა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108879