ფეხბურთი

2:40 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: უმოტივაციო დღე

ლა ლიგის ბოლო ტურის მეორე სათამაშო დღეს არაფრის მომცემი შეხვედრები გაიმართა. ოთხივე დაპირისპირება უმოტივაციო გახლდათ და ამ მატჩების შედეგები სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანს ვერაფერს ცვლიდა.

ლა ლიგა 2-ში გავარდნილი “ხიხონი” საკუთარ მოედანზე “ბეტისს” დაუხვდა და კარის გაჯახუნება ვერ შეძლო. მასპინძლები დუგლას პერეირას გოლით კი იგებდნენ, მაგრამ შემდეგ 35 წლის რუბენ კასტრომ (რომელსაც ამ ლა ლიგაში 13 გოლი დაუგროვდა) დუბლი გაიფორმა და წინ ანდალუსიელები გაიყვანა. ასტურიელებმა იმდენი მოახერხეს და ლა ლიგის ეგიდით “ელ მოლინონზე” გამართულ ბოლო მატჩში (მინიმუმ ერთი წლის განმალობაში) არ წააგეს: 79-ე წუთზე წონასწორობა კარმონამ აღადგინა – 2:2.

“დეპორტივომ”, რომელმაც ლა ლიგაში დარჩენა წინა ტურში გაინაღდა, “რიასორზე” “ლას პალმასი” მიიღო და იოლი გამარჯვება მოიპოვა. გალისიელებმა ყველაფერი პირველ ტაიმში მოათავეს: ფლორინ ანდონემ დუბლი გაიფორმა და სეზონი 12 გოლით დაასრულა, ხოლო ერთი გოლი კარლეს ხილმა შეაგდო. მეორე ნახევარში სტუმრებმა ვერაფრის შეცვლა მოახერხეს და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ – 3:0.

“ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქეზე” ლა ლიგაში ამ სეზონში აღზევებული კლუბები: “ლეგანესი” და “ალავესი” დაუპირისპირდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს სეზონი ორივე კლუბისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა – “ლეგანესმა” უმაღლეს დონეზე პირველად ითამაშა და სადებიუტო სეზონშივე ადგილის შენარჩუნება მოახერხა, ხოლო ხანგრძლივი პაუზის შემდგომ დაბრუნებული “ალავესი” მე-9 ადგილზეა და უდიდესი ალბათობით სეზონს ასეც დაასრულებს (ნაკლებად სავარაუდოა “ეიბარმა” “ნოუ კამპზე” ქულის ან ქულების მოპოვება მოახერხოს). ბასკებს შეეძლოთ, რომ მე-8 ადგილზეც გასულიყვნენ და კრსტიჩიჩის გოლით ამასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა 89-ე წუთზე ტიმორმა გაათანაბრა და “ესპანიოლი” მათზე წინ დარჩა – 1:1.

როდესაც “ალავესის” კარგ სეზონზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ კლუბი ესპანეთის თასის ფინალშია გასული, სადაც “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

დღის დასკვნით მატჩში მე-4 ადგილოსანმა “სევილიამ” საკუთარ მოედანზე მაჩანჩალა “ოსასუნა” მიიღო და ლა ლიგა 2-ში 5 უპასუხო გოლით გაისტუმრა. ვიტოლო და ფრანკო ვაზკესი დუბლით გამოირჩნენ, ხოლო ერთი გოლი სტევან იოვეტიჩის ანგარიშზეა – 5:0.

ლა ლიგის უკანასკნელი ტურის უმთავრესი დაპირისპირები კი დღეს გაიმართება, რომლებიც ესპანეთის ჩემპიონს და ევროპა ლიგაზე გასული კლუბების ვინაობას გამოავლენენ.

ხიხონი – ბეტისი 2:2 (1:1)

ხიხონი, “ელ მოლინონი“

ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, მერე, ბაბინი, კანელია, დუგლასი, ვესგა, ს.ალვარესი, კასესი (ჩოპი 65), ბურგუი (ი.ლოპესი 65), კარმონა, კ.კასტრო.
მწვრთნელი: რუბი

ბეტისი (4-2-3-1): ადანი, პაცელა (მანდი 46), ტოსკა, რ.ნავარო, დურმისი, ბრასანაჩი, პეტროსი, სეხუდო (მარტინი 80), სებალიოსი, ხოაკინი (ლეივა 88), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 1:0 დუგლასი (7), 1:1, 1:2 რ.კასტრო (22; 59), 2:2 კარმონა (79)
გაფრთხილებები: სეხუდო, დურმისი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

დეპორტივო – ლას პალმასი 3:0 (3:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): როეფი, ალბენტოსა, არიბასი, ფ.ნავარო, ლაურე, გილერმე (ბერგენტინოსი 72), მოსკერა, ჯონი (მ.მორენო 58), ხილი, ჩოლაკი, ანდონე (ფაჟრი 86).
მწვრთნელი: პეპე მელი

ლას პალმასი (4-3-3): რაული, ბიგასი (დ.გარსია 46), აიტამი, სიმონი, ლოპეში, მესა, ერნანი, ვიერა, მ.ე.გარსია, მომო (ჰალილოვიჩი 78), ხესე (კასტელიანო 46).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 1:0, 2:0 ანდონე (4; 28), 3:0 ხილი (39)
გაფრთხილებები: ფ.ნავარო, ხილი, მოსკერა, ჩოლაკი – მესა, ერნანი, მომო
გაძევება: ერნანი (79)
მსაჯი: მელერო ლოპესი

ლეგანესი – ალავესი 1:1 (0:0)

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (4-2-3-1): ჩამპანიე, პ.ინსუა (მანტოვანი 46), სიოვასი, დ.რიკო, ვ.დიასი, ალბერტო, ტიმორი, ელ ჟარი, გაბრიელი (ბუენო 73), შიმანოვსკი (ლუსიანო 70), გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

ალავესი (4-3-2-1): პაჩეკო, ფედალი, ვიგარაი, რ.გარსია, კიკო, კრსტიჩიჩი (დ.ტორესი 81), მ.ლორენტე, კამარასა, იბაი (კატაი 79), სობრინო (მენდეში 61), სანტოსი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლები: 0:1 კრსტიჩიჩი (64), 1:1 ტიმორი (89)
გაფრთხილებები: რ.გარსია
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

სევილია – ოსასუნა 5:0 (3:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): სორია, ლენგლეტი, კრანევიტერი, ესკუდერო, მარიანო, კრონ-დელი (სარაბია 83), ნ’ზონზი, ფ.ვაზკესი (განსო 61), ხ.კორეა, ვიტოლო, იოვეტიჩი (ბენ იედერი 64).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

ოსასუნა (5-3-2): სირიგუ, ვუიადინოვიჩი, მონდრაგონი, ოიერი, ბერენგერი, კლერკი (ბარხა 74), რ.ტორესი (ოლავიდე 67), კაუსიჩი, ლოე, რიერა, კოდრო (ფუენტესი 61).
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი

გოლები: 1:0, 5:0 ვიტოლო (10; 80), 2:0, 4:0 ფ.ვაზკესი (20; 60), 3:0 იოვეტიჩი (35)
გაფრთხილებები: იოვეტიჩი, ნ’ზონზი, კრანევიტერი – ოიერი
მსაჯი: დელ სერო გრანდე

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.374455