ფეხბურთი

23:19 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნიურნბერგს" ლუკას ჰუფნაგელის შენარჩუნება სურს

საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი ლუკას ჰუფნაგელი დიდი ალბათობით, „ფრაიბურგში“ არ დაბრუნდება. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, „ნიურნბერგის“ ხელმძღვანელობა 23 წლის ქართველი ნახევარმცველის თამაშით კმაყოფილია და სურთ, რომ მასთან საიჯარო ხელშეკრულება ერთი წლით გააგრძელონ.

როგორც ირკვევა, არც „ფრაი“ იქნება უარს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბავარიელთა რიგებში გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიიღოს, ვიდრე ეს „ფრაიბურგში“ ექნება.

ლუკას ჰუფნაგელი „ნიურნბერგს“ გასულ ზამთარს შეუერთდა და II ბუნდესლიგაში 9 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, იჯარა 1 წლით გახანგრძლივდება.

რაც შეეხება „ნიურნბერგს“ – 33 ტურის მერე ეს გუნდი მეათე ადგილზეა და ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი დაკარგული აქვს. შეგახსენებთ, რომ ლუკას ჰუფნაგელს საქართველოს ნაკრებში ერთხელ აქვს ნათამაშები - ჯერ კიდევ კახა ცხადაძის ფორმაციის ნაკრებში, ესტონეთის წინააღმდეგ.

ფიურტი   1 - 2    უნიონი

შემადგენლობა

მოვლენები

კაიზერი   1 - 0    ნიურნბერგი

შემადგენლობა

მოვლენები

შტუტგარტი   4 - 1    ვიურცბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ბრაუნშვაიგი   2 - 1    კარლსრუე

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო   1 - 1    არმინია

შემადგენლობა

მოვლენები

ზანდჰაუზენი   1 - 1    ჰანოვერი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰაიდენჰაიმი   2 - 1    მიუნხენი

შემადგენლობა

მოვლენები

დიუსელდორფი   1 - 0    აუე

შემადგენლობა

მოვლენები

ბოხუმი   1 - 3    ზტ. პაული

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.268321