ფეხბურთი

21:01 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” მორატასთვის ბრძოლაში ჩაერთო

იტალიური “მილანის” სამიზნე “რეალის” დავდამსხმელი ალვარო მორატაა. Football Italia-ს ცნობით, 24 წლის მოთამაშე სათამაშო დროის დეფიციტის გამო გუნდის დატოვებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ წლეულს შანსი აქვს, “სამეფო კლუბთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.

ესპანელის მიმართ დიდ ინტერესს “ჩელსი”, “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენენ.

“როსონერის” ალტერნატიული ვარიანტიც აქვს - “ფიორენტინას” 29 წლის ხორვატი თავდამსხმელი ნიკოლა კალინიჩი.

მიმდინარე სეზონში ალვარო მორატამ ყველა ტურნირისჩათვლით 39 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109976