ფეხბურთი

13:30 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი სამშობლოში ბრუნდება, მიუნხენში სანჩესს ელიან

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ზაფხულიდან კარიერას დიდი ალბათობით “მარსელში” გააგრძელებს, რომლის ღირსებას გერმანიაში გადაბარგებამდე, 2005-2007 წლებში იცავდა.

ფრანგული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, “მარსელის” პრეზიდენტი ჟაკ-ანრი ეირო გასულ თვეში შეხვდა გერმანული კლუბის ხელმძღვანელებს და მხარეებმა რიბერის სამშობლოში დაბრუნების საკითხი განიხილეს.

როგორც ირკვევა, ეს ტრანსფერი გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ ვერა მიუნხენელები საერთო ენის გამონახვას ლონდონის “არსენალის” შემტევ ალექსის სანჩესთან. 28 წლის ჩილელი ფეხბურთელი შეწუხებულია იმ პერსპექტივით, რომ “მეთოფეები” ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე რჩებიან და “ბაიერნიც” ალექსისთან მოლაპარაკებაში ამ ფაქტორის გამოყენებას იმედოვნებს. თუმცა, ცნობილია ისიც, რომ მიუნხენელებს ამ ტრანსფერის განხორციელებაში არაერთი კლუბის კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.

0.113471