ფეხბურთი

1:20 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: კეინის ბენეფისი და შერცხვენილი “მელიები”

პრემიერლიგის 34-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში 2016/2017 წლების სეზონის მე-2 ადგილოსანი “ტოტენჰემი” გასვლაზე გასული წლის ჩემპიონს “ლესტერს” დაუპირისპირდა და შავი დღე აყარა.

ნამდვილი ბენეფისი მოიწყო ჰარი ჰეინმა, რომელმაც კასპერ შმეიხელს ოთხი გოლი გაუტანა, მიმდინარე გათამაშებაში 26 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირდთა დავაში რომელუ ლუკაკუს გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც 2 ბურთით ნაკლებია.

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის გარდა, მშვენიერი თამაში ჰქონდა სონსაც, რომელმაც დუბლი გაიფორმა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი ჩილველმა გაიტანა და “მელიებმა“ სამარცხვინო მარცხი იწვნიეს – 1:6.

“ტოტენჰემს“ 83 ქულა აქვს და სეზონს მე-2 ადგილით დაასრულებს, ხოლო “ლესტერი“ 43 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

ლესტერი – ტოტენჰემი 1:6 (0:2)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი“

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ბენალუანი (დ.გრეი 66), ფუქსი, ჩილველი, სიმპსონი, ამარტი, ნდიდი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი, ვარდი (მუსა 78), ოკაზაკი (სლიმანი 46).
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი, ალდერვეირელდი, დაიერი, ვერტონგენი, დემბელე (ლესნიაკი 86), ვანიამა, სისოკო (ნ‘კუდუ 90), ბ.დევისი, სონი (იანსენი 78), ალი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1, 1:3, 1:5, 1:6 კეინი (25; 63; 89; 92), 0:2, 1:4 სონი (36; 71), 1:2 ჩილველი (59)
გაფრთხილებები: ოლბრაიტონი, დ.გრეი, სიმპსონი – სისოკო
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114351