ფეხბურთი

17:37 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაოკ-ის მწვრთნელს ლუდის ქილა თავში მოარტყეს (+VIDEO)

საბერძნეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩი სკანდალით დასრულდა. ათენში "პანათინაიკოსი" სალონიკის პაოკ-ს მასპინძლობდა და 1:0-ს უგებდა. 54-ე წუთზე მინდორზე ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო.

ორ წუთში კი პაოკ-ის მწვრთნელ ვლადიმირ ივიჩს ტრიბუნიდან ნასროლი ლუდის ქილა მოხვდა თავში. ამან ივიჩი ნოკდაუნში ჩააგდო.

მსაჯმა მატჩი შეწყვიტა და დიდი ალბათობით, "პანათინაიკოსს" 0:3 წაგებას ჩაუთვლიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111991