ფეხბურთი

0:47 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელოტი შესაძლოა ოცნების კლუბში მოხვდეს

იტალიურმა “მილანმა” გუნდის გაძლიერება განიზრახა. მუსაკიოს და კესიეს შემდგომ “ტორინოს” 23 წლის თავდამსხმელს ანდრეა ბელოტის დაადგა თვალი. ასევე რამდენიმე კვირაში საბოლოოდ გაირკვევა ბადელის ბედიც, რომელსაც აქტიურად აკავშირებენ “როსონერისთან".

“ტორინო” ბელოტიში 100 მილიონს ითხოვს, “შავწითლები” ტურინელებს 60 მილიონს სთავაზობენ, რაზეც “ხარები” არ თანხმდებიან. გამოსავალი კი აღნიშნულ თანხას პლუს რამდენიმე ფეხბურთელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბელოტი ბავშობიდან “მილანის” გულშემატკივარია და მისი კუმირი ანდრეი შევჩენკოა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბელოტი “ტორინოში” 2015-2016 წლების სეზონში იტალიური “პალერმოდან” გადავიდა და დღემდე ჩატარებულ 72 მატჩში 39 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში იტალიელი უხვგოლიანობით გამოირჩევა და ბომბარდირთა დავაში 25 გოლით ჯეკოს შემდგომ მე-2 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119224