სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:39 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სტუმარ-მასპინძლობა ეროვნულ ლიგაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ჩემპიონატის ზუსტად მესამედია გასული და ჯერჯერობით ლიდერი და აუტსაიდერი გამოიკვეთა - თბილისის "დინამო" და ქობულეთის "შუქურა". თუმცა დინამოელთა ჰანდიკაპს მაინცდამაინც სოლიდური არ ეთქმის.

ჩემპიონატის გაშუქების მხრივ, ორი აზრი არ არის - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მართლაც დიდი სამუშაო გასწია. გულშემატკივარს ყველა თამაშის ნახვა შეუძლია. იმატა სტადიონზე მაყურებლების რაოდენობამაც.

საინტერესოა, რომ სტუმრები უფრო ხშირად იგებენ, ვიდრე მასპინძლები. 22 მატჩი მასპინძლების სასარგებლოდ დასრულდა, 27-ჯერ იმარჯვეს სტუმრებმა და 11 ფრე ვიხილეთ. ეს უცნაური ბალანსი დიდწილად სამტრედიელთა ბრალია - შინ მხოლოდ ერთხელ მოიგეს, როცა სტუმრად ექვს შეხვედრაში ერთი ქულაც კი არ დაუკარგავთ.

ბათუმის "დინამოც" დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია: შინ მხოლოდ სამი ქულა აქვს აღებული, სტუმრად კი - ცხრა. კიდევ, გორის "დილამ" საკუთარ მოედანზე სამჯერ წააგო, სტუმრად კი ერთხელაც არ დამარცხებულა.

საკმაოდ ხშირად ხდება, რომ გუნდი აგებს და საბოლოოდ, გამარჯვებული რჩება. ასეთი იყო 13 შემთხვევა. მაგალითად, ბათუმის "დინამომ" ოთხჯერ მოახერხა წაგება მას შემდეგ, რაც იგებდა. ხოლო რაც გორის "დილასთან" დაემართათ, ეს ნამდვილი კოშმარი იყო - 84-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ და საბოლოოდ, 2:3.

60 მატჩში გასულია 154 გოლი, საშუალოდ კი ერთ მატჩში 2,56.

ჰეთ-თრიქი სამჯერ შესრულდა. მიკოლა კოვტალიუკი (შუქურა-კოლხეთი 2:4); მამია გავაშელიშვილი (კოლხეთი-ლოკომოტივი 0:5), დიმიტრი ტატანაშვილი (შუქურა-ჩიხურა 1:4).

კარგია, რომ შემთხვევითი ლეგიონერებიც თითქმის აღარ ჩანან. კარგი უცხოელების სიმრავლე იგრძნობა. აი, "საბურთალოს" ფრანგი ვაგნერ გონსალვეში პირველზეა საგოლე პასების მხრივ (6 საგოლე) და მეორეზეც უცხოელია - 5 "ასისტი" აქვს "დილას" ბრაზილიელ შემტევ ლეანდროს. 7 გოლი აქვს გატანილი "კოლხეთის" უკრაინელ ფორვარდ მიკოლა კოვტალიუკს, ასევე მშვენივრად თამაშობს მისი სენეგალელი თანაგუნდელი დაფე და კიდევ რამდენიმეს ჩამოთვლა შეიძლება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.139262
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X