ფეხბურთი

19:07 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კესიე “მილანს” შეუთანხმდა

“ატალანტას” ნახევარმცველი ფრენკ კესიე კარიერას “მილანში” გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ტრანსფერის ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს. კონტრაქტი 5 წელს მოიცავს და ფეხბურთელის წლიური ხელფასი 2.5 მილიონი ევრო იქნება.

კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10863