ფეხბურთი

23:23 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „ჰალი“ გავარდა, „ტოტენჰემმა“ მეორე ადგილი გაიფორმა

პრემიერლიგაში მესამე უიღბლოს ვინაობაც გაირკვა. „ჰალ სიტი“ გასვლაზე უშუალო კონკურენტ „კრისტალ პალასთან“ უშანსოდ დამარცხდა და მომდევნო სეზონს ჩემპიონშიფში ჩაატარებს.

იმ შემთხვევაში, თუ “ჰალი“ მეტოქეს დაამარცხებდა, „კრისტალ პალასთან“ და „სუონსისთან“ ჩამორჩენას მინიმუმამდე შეამცირებდა და ბოლო ტურში გადარჩენის შანსი ექნებოდა, მაგრამ „ვეფხვებს“ ამის ოდნავი შანსიც არ ჰქონიათ და „არწივებისგან“ ოთხი უპასუხო გოლი გაუშვეს.

ისე კი, „ჰალი“ პრემიერლიგაში დარჩენას ნამდვილად არ იმსახურებდა, რადგან წინა ტურში მარკო და სილვას კლუბმა საკუთარ მოედანზე ბოლო ადგილოსან „სანდერლენდთან“ წააგო და ფაქტობრივად, ყველაფერი მაშინ გადაწყდა.

ასეთივე ანგარიშით მოიგო „ლივერპულმა“ და ჩემპიონთა ლიგის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდა. მერსისაიდულმა კლუბმა გასვლაზე „ვესტ ჰემის“ განადგურება მოახერხა. დუბლით გამოირჩა ფელიპე კოუტინიო, რომლის „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება. თითო გოლით კი დანიელ სტარიჯი და დივოკ ორიჯი გამოირჩნენ.

მე-2 ადგილი ოფიციალურად გაიფორმა ლონდონის „ტოტენჰემმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა. „დეზებმა“ ტაიმი ვიქტორ ვანიამას გოლით მოიგეს. მეორე ნახევარში სხვაობა ჰარი კეინმა გაზარდა, ხოლო 71-ე წუთზე უეინ რუნიმ პრესტიჟის ბურთი შეაგდო - 2:1.

ამ მარცხის შემდეგ „იუნაიტედმა“ ოთხეულის შანსი საბოლოოდ დაკარგა და მთლიანად ევროპა ლიგის ფინალზე გადაერთვებიან.

კრისტალ პალასი - ჰალი 4:0 (2:0)

ლონდონი, „შელჰარსტ პარკი“

კრისტალ პალასი (4-3-3): ჰენესი, ტომკინსი (დელანი 86), კელი, უარდი, შლუპი, მილივოიევიჩი, კაბაიე (მაკარტური 62), პანჩონი, თაუნსენდი (ვან აანჰოლტი 75), ზაჰა, ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ჰალი (4-4-1-1): იაკუპოვიჩი, დოუსონი, რანოკია (ბოუენი 46), მაგუირე (კ.დევისი 46), რობერტსონი (მელონი 46), ნ’დიაიე, კლუკასი, გროსიცკი, ელმოჰამადი, ევანდრო, ნიასე.
მწვრთნელი: მარკო და სილვა

გოლები: 1:0 ზაჰა (3), 2:0 ბენტეკე (34), 3:0 მილივოიევიჩი (85 პენ.), 4:0 ვან აანჰოლტი (90)
გაფრთხილებები: კაბაიე, პანჩონი, ვან აანჰოლტი - რობერტსონი, ნ’დიაიე, დოუსონი, კ.დევისი, კლუკასი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ვესტ ჰემი - ლივერპული 0:4 (0:1)

ლონდონი, „ოლიმპიკ სთედიუმი“

ვესტ ჰემი (3-4-2-1): ადრიანი, რიდი, კოლინსი, ფონტე (ა.ფლეტჩერი 55), ე.ფერნანდესი, ნორდტვეიდი, ბაირამი, კრესველი, ლანცინი, ა.აიუ (სნოდგრასი 77), კალერი (ფეგული 55).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ლივერპული (4-3-1-2): მინოლე, ლოვრენი, მატიპი, მილნერი, კლაინი, ჩანი, ვეინალდუმი, კოუტინიო (ვუდბარნი 89), ლალანა (გრუიჩი 89), სტარიჯი (ლუკასი 87), ორიჯი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 სტარიჯი (35), 0:2, 0:3 კოუტინიო (57; 61), 0:4 ორიჯი (76)
გაფრთხილებები: ე.ფერნანდესი, კოლინსი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

ტოტენჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 (1:0)

ლონდონი, „უაით ჰართ ლეინი“

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ტრიპიერი (უოლკერი 83), დაიერი, ვანიამა, ალი, ერიკსენი (ნ’კუდუ 92), სონი (დემბელე 72), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ჯონსი, ბაილი, სმოლინგი, ბლინდი, ტუანზებე (ერერა 61), კერიკი, მატა (რეშფორდი 79), ლინგარდი (მხიტარიანი 61), რუნი, მარსიალი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 ვანიამა (6), 2:0 კეინი (48), 2:1 რუნი (71)
გაფრთხილებები: ვანიამა - რუნი, ბაილი
მსაჯი: ჯონათან მოსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158349