ფეხბურთი

13:43 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა იტალიის თასის ფინალს გამოტოვებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "იუვენტუსის" ნახევარმცველი სამი ხედირა იტალიის თასის ფინალურ მატჩს რომის "ლაციოს" წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვებს. ფეხბურთელი ასევე ჩემპიონატში "რომას" და "კროტონეს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, ხოლო გერმანელის ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში საეჭვოა.

"ხედირას იტალიის თასის ფინალში თამაში გამორიცხულია. იგი ასევე "კროტონესთანაც" ვერ იასპარეზებს. ჩვენ დავაკვირდებით მისი რეაბილიტაციის პროცესს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ ითამაშებს თუ არა გერმანელი ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში." - ციტირებს FourFourTwo მასიმილიანო ალეგრის სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში ხედირამ 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.109238