ფეხბურთი

1:50 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ოთხეულისთვის ბრძოლა გრძელდება

პრემიერლიგის 37-ე ტურის მეორე სათამაშო დღე ლოგიკური შედეგებით წარიმართა. „მანჩესტერ სიტიმ“ და „არსენალმა“ თავიანთი შეხვედრები მოიგეს და ოთხეულისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება.

„მანჩესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე „ლესტერს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ სილვას და ჟეზუსის გოლებით დამაჯერებლად იგებდა, მასპინძლებს მაინც ბოლომდე მოუწიათ ნერვიულობა. ტაიმის ბოლოს შინჯი ოკაზაკიმ სხვაობა შეამცირა, ხოლო 77-ე წუთზე „ქალაქელებს“ ძალიან გაუმართლათ და საკმაოდ იშვიათი რამ ვიხილეთ: რიად მაჰრეზმა პენალტი ზუსტად შეასრულა, მაგრამ დარტყმის მომენტში ფეხი დაუცდა, ბურთი ორჯერ მოირტყა და რობერტ მედლიმ გოლი არ ჩათვალა - 2:1.

სამაგიეროდ, საკმაოდ იოლად მოიგო „არსენალმა“, რომელმაც გასვლაზე „სტოკ სიტი“ სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა. ანგარიში 42-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა და ტაიმი 0:1 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში სტუმრებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და კიდევ სამი გოლი გაიტანეს, მასპინძელთაგან კი პრესტიჟის ბურთი შეცვლაზე შემოსულმა პიტერ კრაუჩმა შეაგდო - 1:4.

უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო „სუონსიმ“ და პრემიერლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. „გედებმა“ გასვლაზე „სანდერლენდი“ დაამარცხეს და თუ დღეს „ჰალი“ ვერ მოიგებს, ადგილის შენარჩუნებას გაინაღდებს.

„ბორნმუთმა“ შინ „ბარნლის“ აჯობა, ხოლო „საუთჰემპტონმა“ სტუმრად გავარდნილი „მიდლსბრო“ დაამარცხა.

მანჩესტერ სიტი - ლესტერი 2:1 (2:1)

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): კაბალიერო, ოტამენდი, კომპანი, ფერნანდინიო, კლიში, ტურე, სილვა, დე ბრუინი (ზალაბეტა 82), სანე, სტერლინგი (აგუერო 78), ჟეზუსი (ნავასი 94).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ბენალუანი, ჰუტი, სიმპსონი, ჩილველი, კინგი (ამარტი 68), ნდიდი, ოლბრაიტონი (დ.გრეი 80), მაჰრეზი, ოკაზაკი (სლიმანი 73), ვარდი.
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

გოლები: 1:0 სილვა (29), 2:0 ჟეზუსი (36 პენ.), 2:1 ოკაზაკი (42)
გაფრთხილებები: კომპანი, აგუერო, სილვა - ბენალუანი, ფუქსი, ოლბრაიტონი
მსაჯი: რობერტ მედლი

77-ე წუთზე მაჰრეზმა პენალტი ვერ გაიტანა (არასწორად დაარტყა)

ბორნმუთი - ბარნლი 2:1 (1:0)

ბორნმუთი, „დინ კურტი“

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, ს.კუკი, ფრანცისი, დანიელსი, სმიტი, ლ.კუკი, არტერი (გოსლინგი 81), სტანისლასი (აიბი 87), პუგი, კინგი, მოუსე (ფრეისერი 66).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, ტარკოვსკი, კ.ლონგი, უარდი, ლოუტონი, ვესტვუდი, ჰენდრიკი, არფილდი (გუდმონდსონი 75), ბოიდი (ბრედი 55), ბარნესი (ა.გრეი 46), ვოკსი.
მწვრთნელი: შონ დიჩი

გოლები: 1:0 სტანისლასი (25), 1:1 ვოკსი (83), 2:1 კინგი (85): ბრედი
გაფრთხილებები
მსაჯი
: ლი პრობერტი

მიდლსბრო - საუთჰემპტონი 1:2 (0:1)

მიდლსბრო, „რივერსაიდ სთედიუმი“

მიდლსბრო (4-3-3): გუზანი, ჩემბერსი, გიბსონი, ფაბიო, ფრენდი, კლეიტონი, ფორშოუ (ლიდბიტერი 60), დე როონი, დაუნინგი (ფიშერი 60), ბემფორდი, ნეგრედო.
მწვრთნელი: სტივ ეგნიუ

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, იოშიდა, კასარესი, პიე, ბერტრანი, რომეუ, კლასი, ჰიობერგი (ს.დევისი 74), შ.ლონგი (ოსტინი 87), ბუფალი (რედმონდი 46), ჯ.როდრიგესი.
მწვრთნელი: კლოდ პუელი

გოლები: 0:1 ჯ.როდრიგესი (42), 0:2 რედმონდი (57), 1:2 ბემფორდი (72)
გაფრთხილებები: კლეიტონი, გიბსონი, დე როონი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

64-ე წუთზე შ.ლონგმა პენალტი ვერ გაიტანა

სანდერლენდი - სუონსი 0:2 (0:2)

სანდერლენდი, „ლაით ოფ სთედიუმი“

სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი, ოში, კონე, ჯონსი, მანკილიო, ნდონგი, ლარსონი, დენაიერი (დ.გიბსონი 20), ანიჩებე (ხაზრი 37), ბორინი, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი, ფ.ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი, ნოუტონი, ტ.კეროლი, ბრიტონი (კორკი 77), კი (ფერი 67), სიგურდსონი, ჯ.აიუ, ლორენტე (ნარსინგი 89).
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

გოლები: 0:1 ლორენტე (9), 0:2 ნოუტონი (45+2)
გაფრთხილებები: ლარსონი, ხაზრი, დ.გიბსონი, ბორინი
მსაჯი: ანდრე მარინერი

სტოკი - არსენალი 1:4 (0:1)

სტოკი, „ბრიტანია სთედიუმი“

სტოკი (4-2-3-1): ბუტლანდი, ინდი, შოუკროსი, პიტერსი, გ.ჯონსონი, ველანი, კამერონი, ალენი (კრაუჩი 60), არნაუტოვიჩი (სობი 81), შაქირი, დიუფი (ბერაჰინო 61).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, მუსტაფი, ჰოლდინგი, კოშელნი, ჯაკა, კოკლენი, მონრეალი, ბელერინი, სანჩესი (რემსი 77), ოზილი (უელბეკი 83), ჟირუ (უოლკოტი 84).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1, 1:4 ჟირუ (42; 80), 0:2 ოზილი (55), 1:2 კრაუჩი (67), 1:3 სანჩესი (76)
გაფრთხილებები: კრაუჩი - მუსტაფი, ჰოლდინგი
მსაჯი: მაიკლ დინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129641