ფეხბურთი

10:20 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის სიმბოლური

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩების შემდეგ, ტრადიციული სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა. საუკეთესო თერთმეტეულში ოთხივე გუნდის წარმომადგენელი მოხვდა. როგორც, ფინალში გასული, ისე ფინალს მიღმა დარჩენილი გუნდების ფეხბურთელები.

ყველაზე მეტად მაინც ამსტერდამის „აიაქსი“ და "მანჩესტერი" გამოირჩნენ - სამ-სამი ფეხბურთელით. სხვა მხრივ კი, ევროპა ლიგის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:

მეკარე: სერხიო ალვარესი („სელტა“)

მცველები: ანტონიო ვალენსია („მანჩესტერი“), დავინსონ სანჩესი („აიაქსი“), კენი ტეტე („აიაქსი“)

ნახევარმცველები: ჰენრიკ მხითარიანი („მანჩესტერი“), მარუან ფელაინი ("მანჩესტერი"), მაქსიმ გონალონი („ლიონი“), ნაბილ ფეკირი („ლიონი“), პიონე სისტო („სელტა“)

თავდამსხმელები: კასპერ დოლბერგი („აიაქსი“), ალექსანდრ ლაკაზეტი („ლიონი“)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114901